03/03/202 082 ნახვა წყარო: on.geფოტო: on.ge

იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის

იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს ძალოვან და საგამოძიებო სტრუქტურებს აწვდის. ამის შესახებ რუსულ გამოცემა მედიაზონას კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.
იანდექს ტაქსი ამას მომხმარებელზე ზრუნვით განმარტავს, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას საგამოძიებო უწყებები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რატომ სჭირდებათ ინფორმაცია — ეხება ის მსხვერპლს თუ დამნაშავეს.
"პრაქტიკიდან ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოსაძიებლად და იმ მომენტში ვიღაცის სიცოცხლეს იცავს", — განაცხადა იანდექსის წარმომადგენელმა.
როსკომსვაბოდას ინფორმაციით, იანდექს ტაქსი არ არის შეყვანილი რეესტრში ინფორმაციის მიმწოდებელთა სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომხმარებელთა ისტორიის მიწოდების ვალდებულება არ აქვს. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით, ისინი პოლიციის კანონის შესაბამისად მოქმედებენ, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის გაცემა საჭიროა.
TV Rain-ის ინფორმაციით, ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობდა, რომ მედუზას ჟურნალისტის საცხოვრებელი მისამართი იანდექს ტაქსის მგზავრობის ისტორიის გამოთხოვით გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გაცემას სერიოზულად უდგებიან, პოლიციელის თქმით, ეს ინფორმაცია Mail.ru-ს პირადი ანგარიშიდან გამოითხოვა.
რუსული ტაქსის კომპანია იანდექსი ქართულ ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA