22/01/201 237 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს, რაც არის სამარცხვინო

ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს, რაც არის სამარცხვინო, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს და პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის მიზნით ღობის გავლებას გამოეხმაურა. ვაშაძის შეფასებით, ევროპარლამენტარებმა გუშინ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციები დააფიქსირებს. მათ შორის, ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ის იყო, რომ „ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები „ქართულ ოცნებას" დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას საქართველოში არ მისცემს".
„გუშინ და დღეს, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკარი და მკაფიო პოზიციები ევროპარლამენტის და აშშ-სგან, რომელიც სამ მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს. პირველი - არ მისცემს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები „ქართულ ოცნებას" დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას საქართველოში. მეორე - სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" გახდება მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში და მესამე - მშვიდობიანი პროტესტი თავის შედეგებზე გადის. აი ეს ღობე, რომლითაც პასუხობს დღეს „ქართული ოცნება" ამ გზავნილებს, რაც არის დასავლეთიდან, არის სამარცხვინო. ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემოღობვით შეაჩერებენ ხალხის მშვიდობიან პროტესტს. ისინი ფიქრობენ, რომ აქ ვითომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებით, პროტესტი აღარ იქნება ქვეყანაში. სამარცხვინოები ხართ, თქვენ თვითონ იღობავთ თქვენ თავს და თქვენ თვითონ აღმართავთ ღობეს ხალხსა და საქართველოს პარლამენტს შორის, ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ის ხელისუფლება, რომელიც ღობის მიღმა არის მოქცეული, უნდა წავიდეს სახლში და 2020 წელს, აუცილებლად დასრულდებიან კალაძეებიც და გახარიებიც, ივანიშვილებიც და აბსოლუტურად ყველა. „ქართულ ოცნებას" ჩვენ ჩავაბარებთ კატასტროფულ წარსულს. ეს არის არაადეკვატური პასუხი იმ ყველა მკაცრ მითითებაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან", - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, 4 თებერვლიდან პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება მოხდება და „ქართული ოცნების" წევრებისთვის ნებისმიერ სხდომაზე შესვლა დისკომფორტი იქნება.
„ჩვენ ძალიან კონკრეტული პასუხი გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს სამოქმედო გეგმას არ შევცვლით. იქნება მშვიდობიანი პროტესტი, იქნება ამ პროტესტის გაშლა საქართველოს მასშტაბით და ამ პარლამენტის შენობაში, ნებისმიერ სხდომაზე შესვლა „ქართული ოცნებისთვის" იქნება დიდი სირცხვილი და დიდი პრობლემა. როგორ და რანაირად იქნება, ამას აუცილებლად ნახავთ. დაველოდოთ 4 თებერვალს. 4 თებერვალს იქნება მშვიდობიანი პიკეტი, მანამდე დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები და ძალიან ბევრი ადამიანი საინტერესო პასუხებს გასცემს ამ ყველაფერს", - აღნიშნა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA