01/03/201 830 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯები გადაიდგა.
როგორც თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მათ შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.
„ჩვენ დღეს გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმდჯდომარე ესწრებოდა. განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა მთავარი საკითხი. ჩვენი გუნდი ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ძირითად პირობებზე, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განიხილებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რათა მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყვეს დიალოგის წარმართვას და მოლაპარაკებებს, პოლიტიკოსების დაახლოებას.
ამ მომენტისთვის, შემიძლია, გითხრათ, ჩვენს გუნდასაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც 2020 წელს უნდა ჩატარდეს, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირები ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი,პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო. მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, რომ თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკების საგანი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას ცდება, რომელიც განიხილებოდა. მინდა ყველა ადამიანი დავამშვიდო, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს. ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან ნაბიჯები არის გადადგმული იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით, შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას და დაბლოკავს, მოუწევს, რომ საზოგადოებასა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ამის რეალური მიზეზი და მოტივაცია“,-განაცხადა თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA