Babajana LOGO

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი

28 თებერვალს 2020 22:11ნახვები 480წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო ცდილობს ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას იმისათვის, რომ საფრთხე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს, საქართველოს მინიმალურად შეეხოს.
„მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები. გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, თუმცა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. თბილისში მობილიზებული არის, როგორც ინფექციური ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო, ასევე ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა კლინიკა პაციენტებისგან და ჩვენ გვაქვს შესაბამისად აქ საკმარისი საწოლფონდი იმისათვის, რომ დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა.
მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania