ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იდლიბში თურქი ჯარისკაცების დაღუპვის გამო შეშფოთება გამოთქვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სირიის იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ლიდერმა „შეშფოთება გამოხატა დაძაბულობის ესკალაციის შესახებ, რამაც უამრავი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის თურქეთის ჯარში“.
„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დამატებითი ზომების საჭიროება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის. შეთანხმდნენ, რომ გაძლიერდება შესაბამისი უწყებათაშორისი კონსულტაციები და განიხილება უახლოეს მომავალში უმაღლეს დონეზე შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, წუხელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ, მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.