Babajana LOGO

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით მეორე ადამიანი დაიღუპა

26 თებერვალს 2020 18:47ნახვები 671წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
26 თებერვალს საფრანგეთში ახალი კორონავირუსით მეორე ადამიანი დაიღუპა. 60 წლის ფრანგი მამაკაცი პარიზის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი აღმოუჩინეს. ღამით ის გარდაიცვალა. გასულ 24 საათში საფრანგეთში კიდევ 2 ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ერთ-ერთი მათგანი გასულ დღეებში იტალიაში, ლომბარდის რეგიონში იმყოფებოდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით დაავადების სულ 17 შემთხვევა არის აღრიცხული. 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საფრანგეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი 15 თებერვალს დაიღუპა. დაღუპული 80 წლის ჩინელი მოქალაქე იყო, რომელიც ჩინეთის ხუპეის პროვინციიდან იყო. 
გუშინ, 25 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ბონში Ibis-ის სასტუმროში ჩინელი ტურისტები კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მათი ჰონგ-კონგელი ჯგუფის წევრი მოულოდნელად დაიღუპა. მის გარდაცვალების მიზეზს იძიებენ. სასტუმროში იქ მყოფი მომსახურე პერსონალიც დატოვეს.
რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში, ხორვატიაში და ალჟირში აღმოაჩნდათ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania