Babajana LOGO

ქუთაისის ინფექციურ ცენტრში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგო შეიყვანეს

24 თებერვალს 2020 19:46ნახვები 960წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციურ ცენტრში მგზავრი გადაიყვანეს. 20 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ელ ჯი და კომპანიაში" დღის მეორე ნახევარში შეიყვანა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, კლინიკაში გადაყვანილი 20 წლის გოგო, იტალიიდან ჩამოფრინდა და ტემპერატურა 37. 8 გრადუსი დაუფიქსირდა.
"შემოყვანილია პაციენტი 20 წლის, იტალიიდან ჩამოვიდა სიცხე დაუფიქსირდა 37,8, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. უტარდება მკურნალობა, ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი. კორონავირუსზე ანალიზი ჯერ არ ჩატარებია. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურამ დაიკლო, რჩება კლინიკაში",- განაცხადა თემურ ნადირაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania