Babajana LOGO

კახა კალაძე - გუნდში არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი - ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, ჰყავს მთავრობა

24 თებერვალს 2020 13:26ნახვები 383წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში, ამ ეტაპზე არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში“.
„არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი. ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, - აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania