21/01/201 766 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ჯანდიერი - წულუკიანის თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ არის აქცენტის გადატანა - ის გამოირჩევა სიძულვილის ენით

თეა წულუკიანის თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ არის აქცენტის გადატანა არსებითიდან არაარსებითზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის განცხადებებს „ინტერპრესნიუსთან“ იურისტი დავით ჯანდიერი. ჯანდიერის თქმით, ამ ვითარების ფონზე არავითარი მორალური უფლება მინისტრს არ აქვს, მართავდეს იმ უწყებას, რომელშიც ადამიანის უფლებების დარღვევა სისტემურ ხასიათს ატარებს.
„სახალხო დამცველის ანგარიში ადასტურებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მნიშნელოვანი დარღვევები სისტემურ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანი პრობლემებია იდენტიფიცირებული სხვადასხვა მიმართულებით, არ არის ძალადობისგან დაცული გარემო, თანამშრომლობის მხრიდან პატიმრებზე ძალადობა მაქვს მხედველობაში, ასევე პატიმართა შორის ძალადობა. ასევე, არ ხდება სათანადოდ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და დოკუმენტირება. ძალიან თვასლაჩინოა კრიმინალური სუბკულტურის არაფორმალური მმართველობა, რაც ფაქტია, იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. ასევე, ძალიან პრობლემური ადგილი აქვს უსაფრთხოების ზომების არამიზნობრივ გამოყენებას, რაც ევროპის შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტაციით, წარმოადგენს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ამ ვითარების ფონზე არავითარი მორალური უფლება მინისტრს არ აქვს მართავდეს იმ უწყებას, რომელშიც ადამიანის უფლებების დარღვევა სისტემურ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება სახალხო დამცველზე გაღიზიანებას, ამის უკან დგას ის, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სახალხო დამცველს, ხოლო თავად წულუკიანის თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ ეს არის აქცენტის გადატანა არსებითიდან არაარსებითზე. ის გამოირჩევა, ამაში ახალი არაფერი არაა, სიძულვილის ენით, როდესაც მის მიერ ჩაფლავებულ რეფორმებს ამხელენ“, - განაცხადა ჯანდიერმა. რაც შეეხება, სახალხო დამცველის რეაგირების არარსებობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ ოპოზიციის განცხადებებზე, დავით ჯანდიერმა მას „ტრაგიკული მონური მორჩილების დემონსტირება“ უწოდა.
„ეს არის ტრაგიკული მონური მორჩილების დემონსტრირება, რომელიც არამგონია ბიძინა ივანიშვილისთვის იყოს მისაღები. ის გაურბის პრობლემებს იმიტომ, რომ რეალურად ანგარიში არის საკმაოდ ვრცელი, კვალიფიციურად შესრულებული და დოკუმენტირებული ფაქტები. ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებლობა აქვს მინისტრს, რომელსაც ევალება რომ არ იყოს ის უმძიმესი პრობლემები, რომელიც ანგარიშშია საუბარი. ის გაურბის ამ პრობლემებს და ცდილობს აქცენტი გადაიტანოს მნიშვნელოვანი საკითხებიდან აბსოლუტურად არამნიშვნელოვან საკითხებზე. ამის ერთ-ერთი დადასტურება არის ის განცხადება, რომელიც მან სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩაცმულობასთან დაკავშირებით გააკეთა“, - განაცხადა ჯანდიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA