Babajana LOGO

კორონავირუსის გამო იტალიის ხელისუფლებამ 10 ქალაქის იზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო

23 თებერვალს 2020 10:00ნახვები 956წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა.
გამოცემა „ევერონიუსის“ ინფორმაციით, იზოლირებული ქალაქები არიან : კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.
აღნიშნულ ქალაქებში დხურულია სკოლები, ბაღები, მარკეტები, სპორტ დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 62-მდე გაიზარდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania