Babajana LOGO

მამუკა მდინარაძე - ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი, ქვეყნის შიგნით ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა

10 იანვარს 2021 09:38ნახვები 397წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია ყველა ეთანხმება), ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოში არჩევნებზე ისაუბრა. კითხვაზე, რას ეტყოდა ის ქართველ კოლეგებს მაშინ, როცა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამოითქვა პროტესტი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საუბრობს მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების მიტაცებაზე, გრეგორი მიკსი აცხადებს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.
„ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურეს და არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“, - აცხადებს მიკსი.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals