Babajana LOGO

მაიკ პომპეო - ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, პირადი სარგებლის მიზნით ის ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში

10 იანვარს 2021 06:34ნახვები 399წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს. აღნიშნულ განცხადებას პომპეო „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, პირადი სარგებლის მიზნით ის ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლის მავნებლური დევნით“, – წერს სახელმწიფო მდივანი.
გასული წლის სექტემბერში აშშ-მა ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა, რისი მიზეზიც პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დაწყება გახდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals