Babajana LOGO

"უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, ინფიცირებულია ადმინისტრაციაც" - ეპიდვითარება ციხეებში

10 იანვარს 2021 03:28ნახვები 123წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ქალთა N5 დაწესებულებაში 5 პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უკვე გადაანაწილა კლინიკებში - ამის შესახებ "მთავარს" ერთერთი პატიმრის ოჯახის წევრმა უთხრა. 
მისი განმარტებით, ინფიცირებული პატიმრების რაოდენობა გაცილებით მეტია, პენიტენციური სამსახური კი მალავს რეალურ სურათს და არც იმას ამბობს, რომ კორონავირუსი ციხის ადმინისტრაციასაც უდასტურდება. 
"2 დღის წინ 55 ქალი იყო ინფიცირებული, გუშინ საღამოს მათგან 5 დამძიმდა და სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, დაავადებულები არიან არა მხოლოდ პატიმრები, იქ მომუშავე პერსონალიც. მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - ამბობს ერთერთი პატიმრის ახლობელი.
ცნობისთვის, პროტესტს აგრძელებენ პატიმრებიც და მათი ოჯახის წევრებიც. თბილისის, ქსნის და რუსთავის ციხეების შემდეგ, სოლიდარობის აქცია დღეს გეგუთის და ქუთაისი N2 დაწესებულებასთან გაიმართება. მათი მოთხოვნა საყოველთაო ამნისტიის დამტკიცებაა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals