21/02/201 836 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ავტობუსებს, რომლებითაც ჩინეთიდან უკრაინაში მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა, მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს

უკრაინაში მომიტინგეები იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. მათ ავტობუსებს ქვები დაუშინეს.
დილიდან მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს, ავტობუსები, რომლებითაც ევაკუირებულები გადმოყავდათ, ქალაქში სპეცრაზმის დახმარებით შევიდნენ და მათ აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაკავებულია აქციის ათზე მეტი მონაწილე. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკსიმ მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„გამოიჩინეთ სოლიდარობა. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი უკრაინელები ვართ. მგზავრების უმეტესობა 30 წლამდეა და ბევრი ჩვენგანისთვის ბავშვებივით არიან,“- განაცხადა ზელენსკიმ.
სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
ცნობისათვის, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ხარკოვის რაიონში 45 უკრაინელისა და 27 უცხოელის ევაკუირება განხორციელდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ზორიანა სკალეცკას, თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სახლებში დაბრუნებამდე ქალაქ ნოვიე-სანჟარის საავადმყოფოში 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA