Babajana LOGO

მედოევი ზურაბიშვილს - "ჰუმანიტარული კრიზისი" თბილისელი პოლიტიკოსების თავებში ეძებეთ“

19 თებერვალს 2020 18:27ნახვები 1 263წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდბს, „ჰუმანიტარული კრიზისი თბილისელი პოლიტიკოსების თავებში ეძებოს“.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა სჯობს, საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ ყურადღება, რომელთა რაოდენობამაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ქალბატონ ზურაბიშვილს ვურჩევ, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეალური პრობლემებით მიმართოს, ხოლო ჰუმანიტარული კრიზისი თბილისელი პოლიტიკოსების თავებში ეძებონ“, – განაცხადა, ოსური მედიის ცნობით, მედოევმა.
რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონში ქართული წარმოების მედიკამენტების აკრძალვის თემას, რის გამოც ზურაბიშვილმა დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, როგორც მედოევმა აღნიშნა, „ისინი საქართველოში არ იწარმოება და მათი წარმომავლობა დაუდგენელია, ამდენად, ისინი სამხრეთ ოსეთს არასოდეს მიეწოდებოდა, არასოდეს იყო სერტიფიცირებული და ამის გამო ადგილობრივ აფთიაქებში ვერ დაიშვება“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania