19/12/192 455 ნახვა წყარო: ფოტო:

პროკურორი 15 წლის მოზარდის საქმეზე - არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა, ასევე ბრალდებულების რიცხვი

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ საქმეზე არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ისევე სხვა საფუძვლები, რისთვისაც ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა - წინა სასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს ჩაინიშნა, - ამის შესახებ მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ განაცხადა. მან ისაუბრა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პატიმრობის სახით.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული იქნა ბრალდებულის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ საქმეზე არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ისევე სხვა საფუძვლები, რისთვისაც ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ იმ საფუძვლებს, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, გახლავთ - მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლა, ასევე, მოწმეებზე ზემოქმედება, რომელთაც შესაძლოა, მიაყენონ ზიანი სამართალწარმოებას. გარდა ამისა, სასამართლოში წარდგენილი იქნა, როგორც მინიმუმ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იქნა სსკ-ს 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. სასამართლომ იმსჯელა, რომ იყო კანონიერი დაკავება ბრალდებულის და კანონიერია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას“, - აღნიშნა ქუთათელაძემ. მისივე თქმით, სასამართლომ იმსჯელა წინა სასამართლოს სხდომის თარიღზე და გადაწყდა, რომ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2020 წლის 12 თებერვალს.
„აღნიშნულ ვადამდე საქართველოს სახელმწიფო ინსპსექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ჩაატარებს სრულყოფილ, მასშტაბურ, ფორსირებულ გამოძიებას, რომელიც გულისხმობს 24-საათიან რეჟიმში ყველა იმ მტკიცებულების მოპოვებას, რომელიც მიმართული იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისკენ. ამასთან, აღნიშნული საგამოძიებო ვადის პერიოდში, როგორც მინიმუმ ეს ვადაა ამ პერიოდამდე, სანამ გაიმართება წინა სასამართლო სხდომა, თუ გამოიკვეთა ნებისმიერი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, საქართველოს გენერალური პროკურატურა იქნება ორგანო, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენს აღნიშნულზე და ნებისმიერ პირს, იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორის სამსახური შეაგროვებს მტკიცებულებებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, განურჩევლად ამ პირის რანგის, თანამდებობის თუ რეგალიისა, მოხდება პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და შემდგომ შესაბამისი სამართალწარმოება.
არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა, ასევე ბრალდებულების რიცხვი. შესაძლოა, საქმეზე დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს, ნებისმიერ პირთან მიმართებით, აქ არ არის საუბარი მხოლოდ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულზე. საგამოძიებო ორგანოს პოზიციაა, რომ საქმეზე მიღებული იქნას ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად დაადგენს, თუ რა მოხდა“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა. ასევე, მან უპასუხა კითხვას ჩოლოიანის ჯანმრთელობის შესახებაც.
„ბრალდების მხარემ ბოლო დოკუმენტში, რაც მიიღო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება, იყო მითითებული, რომ ბრალდებულს სჭირდება ექიმის მხრიდან ნევრლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება, თუმცა ამ მომენტში რა სიტუაციაა, ეს უნდა ვკითხოთ საავადმყოფოს და ბუნებრივია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდგომ უშუალოდ დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ქუთათელაძემ. როგორც ლევან ქუთათელაძემ დასძინა, ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს ისეთ გამოძიებასთან, რომელიც გარკვეულ სირთულეს ქმნის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA