22/11/201 015 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ცესკო - საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც შენახული ჰქონდა წინა არჩევნების ბიულეტენები

ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი განმარტავს სავარაუდო მიზეზს, თუ როგორ მოხვდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები.
მისი თქმით, საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნიდან „ძალიან მოხერხებულმა ამომრჩეველმა“ გაიტანა და ახლა ისინი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული.
„ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები. ეს პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა, თუმცა, თავად ფაქტი არის საინტერესო და ჩვენ ასე გვგონია, რომ პირიქით, საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა მხარემ, მათ შორის ამომრჩეველმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ პროცესები წარიმართოს კანონით დადგენილ ვადებში, ეს არის სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი. ეს არის კანონით დასჯადი ქმედება. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო გატანა“, - აღნიშნა მან.
ის ასევე გამოეხმაურა ცესკოს საიტზე გარკვეულ უბნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმათა 100%-ზე მეტი მაჩვენებელის დაფიქსირების შემთხვევას.
„იყო ტექნიკური შეფერხება, როცა დაიწყო შემაჯამებელი ოქმების შემოსვლა, სიღრმისეული მიზეზები დგინდება და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ინფორმაციას. მთავარი იყო ერთი, რომ პროგრამისტებმა შეძლეს და ალტერნატიული სახით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს კენჭისყრის წინასწარი შედეგები და ის იყო გასაჯაროებული და ხელმისაწვდომი ყველა მხარისთვის, თავად პროგრამა კი გამოსწორდა და ახლა ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიძიებთ ამას და სიღრმისეული მიზეზების დადგენა ხდება. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey