Babajana LOGO

აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ბოტასები მიამაგრეს

17 თებერვალს 2020 12:03ნახვები 475წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში არ შეუშვეს, აქციის მონაწილეებმა საკანონომდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ბოტასები კედელზე მიამაგრეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, „ეს ბოტასები რეჟიმის სიმბოლოა“.
მანამდე სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, პოლიცია არაკანონიერად იქცევა და მათ უფლებებს უზღუდავს.
როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ვინაიდან მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ, პარლამენტთან აქციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania