ვოლსკი კონგრესმენის კრიტიკაზე: განცხადება არის მიკერძოებული
ამერიკელი კონგრესმენის წერილს უმრავლესობის წევრებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მას მიაჩნია, რომ წერილის შინაარსი მიკერძოებულია და რეალობას არ ასახავს.
"ეს განცხადება უსაფუძვლოა, რადგან მხოლოდ ერთ ამერიკულ კომპანიას, „ფრონტერას“ უკავშირდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ ნამდვილად გადაჭარბებულია და რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, რადგან დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, აშშ-საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესებს უკავშირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებიდან გადახვევისა და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო.