01/02/24426 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

სააკაშვილი – მმართველ გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე: "ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა"

"ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა - ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ივანიშვილისგან ყოველთვიურად კონვერტებით იღებენ "ხელფასს" და ამიტომ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ნეპოტიზმმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა.
ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ. ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის.
რაც შეეხება ოლიგარქის ახალ კამპანიას:
  • არც ერთი დაპირება აღარ მუშაობს, ყველა "გატრუხდა";
  • "აბა ნაცები გინდათ?" აღარ მუშაობს. ხალხმა თანდათან დააფასა ბევრი სიკეთე, რაც ჩვენ მოვუტანეთ და ნაცების შიშზე ძლიერი იმ რეალობის შიშია, რომელიც შექმნეს;
  • "ომი გინდათ?" აგრეთვე აღარ მუშაობს. ევროპამაც და უკრაინამაც მტკიცე პოზიცია აჩვენეს, რომ მათ უნდათ მშვიდობიანი საქართველო;
  • კორუფციასთან ბრძოლის “რაინდის” როლი - თავისიანებიც რომ დაიჭიროს, უკან უბრუნდება. ყველამ იცის, რომ თვითონ შექმნა ეგ კორუფცია, მაგასაც აღარავინ ჭამს;
ოლიგარქის ყველა იარაღი ახლა მისკენ არის მიმართული. შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილები, უსამართლობა, ქურდობა და კორუფცია, რუსეთი - ყველა მახვილი, რომელიც აიღო, დღეს მასვე ურტყამს. ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა განვეწყოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ", - წერს პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, მან შემოთავაზება მიიღო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა განიხილოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა სხვა მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA