24/01/24547 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ბოკუჩავა - აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც სააკაშვილთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება - მნიშვნელოვანია, უკრაინული მხარის ჩარევა

აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც სააკაშვილთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა მოხდება - მნიშვნელოვანია, უკრაინული მხარის ჩარევა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმ პირთა გამოვლება, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში დანაშაული ჩაიდინა, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო.
„პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება არის ჩვენთვის ფუნდამენტური საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ისტორიული უმართლობის და უკანონობის მომსწრე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის პუტინის ტყვე. ჩვენ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ. ის, რომ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩრდილიდან მესამედ გამოსული ივანიშვილისთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია, ამაზე ყველა თანხმდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
იმ პირთა გამოვლენა, ვინც დანაშაული ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, თავად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ ბუნებრივია, ყველა კოორდინირებულად მოქმედებს ივანიშვილის დავალების შესასრულებლად, რომელიც რეალურად პუტინის სურვილი და დავალებაა, იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამგვარ პირობებში იმყოფებოდეს - იმ უკანონო, ისტორიულ უსამართლო ტყვეობაში, რომელშიც ის არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში. ამიტომ ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მათ შორის, უკრაინული მხარის ჩარევა და აუცილებლად დადგება დრო და მომენტი, როდესაც მოხდება ამ დანაშაულის ჯეროვნად გამოძიება და ადამიანების პასუხისგებაში მიცემა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინას მიმართა, რომ უკრაინის პროკურატურა ჩაერთოს და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY