24/01/24340 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვმუშაობთ სამართლებრივად და პოლიტიკურად, რათა მივაღწიოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით და არა ჯანმრთელობის გამო

ჩვენ მუდმივად, მეთოდურად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ - სამართლებრივად და პოლიტიკურადაც, რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შეწყდეს და მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდეს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით და არა უბრალოდ ჯანმრთელობის გამო.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის მხარე და თავად პრეზიდენტი ზელენსკი ყოველთვის ძალიან აქტიურია, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უფრო მეტიც, ის უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანია და ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს ვალია თავისი მოქალაქის უფლებები დაიცვას, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური დევნაა და პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ მუდმივად, მეთოდურად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ - სამართლებრივად და პოლიტიკურადაც, რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა შეწყდეს და სააკაშვილი გათავისუფლდეს პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტმაც თქვა, რომ „ვივამედში“ შექმნილი მდგომარეობა, რომელიც არის მჩაგვრელი, ღირსების შემლახავი და რეპრესიული მის გამოჯანმრთელებას არ ემსახურება, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს, პირველ რიგში, პოლიტიკური ნიშნით და არა უბრალოდ ჯანმრთელობის გამო“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA