22/01/24320 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა მანჯგალაძე - შალვა პაპუაშვილს უნდა საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ქრისტე და არ გამოუვა - „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვაჩუქებ „წმინდა“ იოსების ხატს, თუ გააგრძელებენ სპეკულაციებს

შალვა პაპუაშვილს უნდა საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ქრისტე და არ გამოუვა - ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მე მას ვაჩუქებ „წმინდა“ იოსების ხატს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესიას ებრძვის ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, ეკლესია თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ეკლესია არის ზეციური და პაპუაშვილს უნდა, საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ქრისტე და არ გამოუვა. ამიტომ ვამბობ, „ქართული ოცნების" ლიდერებს ვაჩუქებ "წმინდა" იოსების ხატს, თუ გააგრძელებენ სპეკულაციებს," - განაცხადა მანჯგალაძემ.
მან ასევე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ხალხი, რომელიც ამტკიცებდა, ისე არ გვიჭირს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავაბრუნოთო, ბიძინაც დააბრუნეს და ახლა ეკლესიასაც ებღაუჭებიან".
"ძალიან რთულია მისდიო ლოგიკაში "ქართულ ოცნებას". ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლამდე, "ქართული ოცნება" ორი დღით ადრე აკეთებდა განცხადებას, რომ ისე არ გვიჭირს, ბიძინა ივანიშვილი გამოვიძახოთ და შევაწუხოთო. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ მართლა. ვინც შეშინებულია, ვხედავ აგერ წერეთელზე. ძალიან მარტივი მაგალითია. ადამიანები, რომლებიც 9 თვე აკეთებდნენ რემონტს, უცებ ამ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს გადაასხეს ასფალტი, რომ არავინ ნახოს, რა აქვს შიგნით გაკეთებული. ვინ არის შეშინებული? მე ვარ, თუ კალაძე, თუ "ქართული ოცნება"? ხალხი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ისე არ გვიჭირსო, რომ ბიძინა დავაბრუნოთო, ბიძინაც დააბრუნეს უკან, ბიძინა არ ეყოთ და ახლა ეკლესიას ებღაუჭებიან. არ უშველით არც ბიძინა, არც ეკლესიაზე ამოფარება, იმიტომ რომ "ქართულ ოცნებას" ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა," - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტაივანიდან ფინანსდება.
"ამას უნდა მოჰყვეს არგუმენტაცია და მტკიცებულება, რა თქმა უნდა. მე არ ვიცი თინა ხიდაშელს ტაივანთან რა კავშირი აქვს, მაგრამ პაპუაშვილის მაგ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ იგივე ლოგიკით, პაპუაშვილს და "ქართულ ოცნებას" სტალინზე ცუდი არასდროს უთქვამთ და სტალინი აფინანსებს? ლოგიკა რაშია?!
მე არ მგონია, რომ საქართველო უნდა გაიყოს ერთი ჩინეთის მომხრეებად, თუ ორი ჩინეთის მომხრეებად, მაგის ფუფუნება არ გვაქვს და საერთოდ, სულელური მგონია ამაზე დისკუსია, რომ ვიღაცა არის ტაივანისტი და ვიღაცა არის ერთიანი ჩინეთის მომხრე. რა ვიცი, მეტი საქმე არ გვაქვს?!" - განაცხადა მანჯგალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA