17/01/24406 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ორბანი ყველაფერზე წავა, რათა მიიღოს ის, რაც სურს. ის აშანტაჟებს და დასცინის ევროკავშირს" - დებატები ევროპარლამენტში

ორბანის შანტაჟზე დაყოლიება და დათმობები უნდა დასრულდეს, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ შანტაჟს მისი მხრიდან მომდევნო წლებში - განაცხადა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა გი ვერჰოფშტატმა და ევროკომისიის პერზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს უსაყვედურა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ევროკომისიამ მიიღო და უნგრეთს 10 მილიარდიანი დახმარება მაინც გამოუყო იმისთვის, რომ ორბანი არ გამხდარიყო უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის დაბრკოლება.
ევროპარლამენტი ევროკომისიას სასამართლოშიც უჩივის.
"ქალბატონო თავმჯდომარე, მინდა ერთი მარტივი შეკითხვა დაგისვათ: ისევ აპირებთ, რომ გაიმეოროთ ის, რაც მოხდა საბჭოს წინა სხდომაზე დეკემბერში? ხომ გახსოვთ, რაც მოხდა? პრემიერმინისტრ ორბანის შანტაჟი იყო, რასაც მოჰყვა მისთვის 11 მილიარდის გამოყოფა, რათა მას ოთახი დაეტოვებინა. ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს 1-ელ თებერვალს და მან ისევ გამოიყენოს თავისი ვეტოს უფლება. თუ თქვენი პასუხი არის „დიახ“, თქვენ დიდი პრობლემები გექნებათ არა მხოლოდ ჩემთან და ჩემი გუნდის წევრებთან, არამედ ამ პარლამენტის დიდ უმრავლესობასთან. ორბანის შანტაჟზე დაყოლიება და დათმობები უნდა დასრულდეს, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ შანტაჟს მისი მხრიდან მომდევნო წლებში." ამბობს ევროპარლამენტარი.
ევროდეპუტატები ორბანის მუდმივი შანტაჟის გამო, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაზე მსჯელობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მზადდება რეზოლუციაც, რომელსაც თებერვალში უყრიან კენჭს და მის მიღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ხმა სჭირდება. 
ვიქტორ ორბანი უკრაინის დახმარებას ბლოკავს და სანაცვლოდ ევროკავშირისგან უნგრეთისთვის გაყინული ფულადი დახმარების გადაცემას ითხოვს. გაერთიანებამ კი 20 მილიარდამდე ოდენობის თანხა უნგრეთს სწორედ პრემიერ ორბანის არადემოკრატიული ნაბიჯებისთვის გაუყინა. 
"ევროპულმა საბჭომ გასულ წელს აჩვენა ლიდერობა, როდესაც მხარი დაუჭირა ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზებას, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის კარი გაეხსნა. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და უკრაინელ ხალხს აძლევს იმედს და თავდაჯერებას. მაგრამ ევროპულმა საბჭომ ასევე მარცხი განიცადა, როდესაც საქმე მიდგა ფულზე და ევროკავშირის გრძელვადიან დაფინანსებაზე. დიახ, ვიქტორ ორბანის პრობლემა ისევ არსებობს. უნგრეთი უკვე გარკვეული დროა, რაც ამ პარლამენტში რთულ შემთხვევად განიხილება. ჩვენ დავაინიცირეთ მეშვიდე მუხლის ამოქმედება უნგრეთის წინააღმდეგ და კარგი იქნებოდა, რომ საბჭოს ამასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა." - თქვა ევროპარლამენტარმა, მანფრედ ვეგამ.
"ჩვენ ერთად ვიდექით კორონავირუსის პანდემიის დროს, ასევე მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ახლა ძლიერ და მნიშვნელოვან აქტორად უნდა მივიჩნეოდეთ მსოფლიოში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთებად ვერ ვიქეცით. ჩვენ ვართ ზედმეტად დაყოფილები და ბევრის აზრით - სუსტებიც. ეს ყველაფერი არის ერთი პიროვნების ბრალი - ერთი ადამიანის, რომელიც ყველაფერზე წავა, რათა მიიღოს ის, რაც სურს. ის აშანტაჟებს და დასცინის ევროკავშირს. ეს არის ვიქტორ ორბანი. ის უტევს უმცირესობებს, ძირს უთხრის პრესის თავისუფლებასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, რითაც ასუსტებს ევროპას. რას აკეთებენ ამ დროს ევროპის სხვა ლიდერები? განზე დგანან და ამ ყველაფერს მშვიდად უყურებენ. არადა, მეტი რა უნდა მოხდეს? უნგრეთი სულ უფრო ავტოკრატიული ხდება, ევროპა კი სუსტდება." - ამბობს ტერი რაინტკე.
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანმა, ვინც გაუძღვება საგანგებო შეხვედრას 1 თებერვალს, უნდა აჩვენოს საკმარისი ლიდერობა და სიძლიერე, რომ დაძლიოს ვიქტორ ორბანის შანტაჟი და მიაღწიოს სასურველ შედეგს ბიუჯეტთან და უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. ევროპა ისევ იმყოფება ეგზისტენციურ მომენტში და ევროპელები ჩვენ გვიყურებენ. დიახ, ჩვენ მივაღწიეთ კარგ შედეგს უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის როდესაც კარი გავხსენით მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ როდესაც შეერთებული შტატები ფეხის თრევას იწყებს, ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ სიცარიელის შევსებას. ჩვენ ვიქტორ ორბანის შანტაჟს ვერაფერს ვუხერხებთ და მთელი მსოფლიოს ავტორიტარები ამით გახარებულები არიან." - ამბობს ევროპარლამენტარი პედრო მარკესი.
ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის მიზეზი არა მხოლოდ ორბანის შანტაჟზე ევროპის წამოგებაა. ევროპარლამენტარები უკმაყოფილო არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განაცხადითაც, რომლის მიხედვითაც მიშელი ვადაზე ადრე ტოვებს თანამდებობას და ამის შემდეგ რიგში ორბანია. თუ რიგითობა არ დაირღვევა, სწორედ უნგრეთის პრემიერი გახდება ევროსაბჭოს პრეზიდენტი. 
ევროპული ინსტიტუციები და მათ რიცხვში ევროპარლამენტიც, ახლა ეძებს გამოსავალს, არ აღმოჩნდეს პუტინის მოკავშირე ორბანი საკვანძო თანამდებობაზე. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY