16/01/24494 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ჯეიკ სალივანი - უნდა შეგვეძლოს უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება - ვაგრძელებ რწმენას, რომ ორპარტიული მხარდაჭერის მობილიზებას საბოლოო ჯამში მივაღწევთ

უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამაზეა კონცენტრირებული. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება უნდა მოხდეს.
“უნდა შეგვეძლოს უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება იარაღისთვის, რომელიც მას სჭირდება, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც მას სჭირდება. ამისთვის საჭიროა ორპარტიული მხარდაჭერის მობილიზება, რომელიც გვაქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, რათა ის ფულისთვის რეალურ ხმებად ვაქციოთ. პრეზიდენტი ბაიდენი სრულიადაა ამაზე კონცენტრირებული. ვცდილობთ ეს უახლოეს კვირებში მივიღოთ. ვაგრძელებ რწმენას, რომ ამდენი პერიპეტიების შემდეგ, ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწევთ ამას,” - განაცხადა სალივანმა.
მან აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკრაინამ ეკონომიკური რეფორმები გაატარა, საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზა გააძლიერა და დასავლეთთან ინტეგრაცია დააჩქარა.
“რა თქმა უნდა, ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთმა მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხშირი დანაღმული ველები მოაწყო, რაც უკრაინის მიერ დიდი ტერიტორიული დაბრუნების მიღწევას ართულებს. ჩინეთის დახმარებით პუტინი სამხედრო-სამრეწველო ბაზის მობილიზებას ახდენს და ეკონომიკა სამხედრო დროის რელსებზე გადაჰყავს. რუსეთი უფრო მეტ იარაღს ეძებს როგორც ჩრდილოეთ კორეისგან, ასევე ირანისგან, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას არღვევს, რომელთა მიღებასაც თავად მოსკოვმა მისცა ხმა,” - აღნიშნა სალივანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY