12/01/24654 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხატი ტაძრიდან არ გავა, 10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას მაქსიმუმ 30 წთ სჭირდება - "პატრიოტთა ალიანსი" სტალინის გამოსახულებაზე

ხატი სტალინის გამოსახულებით ისევ სამების საკათედრო ტაძარში რჩება. პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებმაც ხატი ეკლესიას შესწირეს ამბობენ, რომ ხატი ტაძრიდან არ გავა. მათი თქმით, სპეციალისტების დახმარებით ხატს ადგილზევე გადააკეთებენ. 
საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია. საპატრიარქომ შემწირველებს მიმართა, თვითონ შეეტანათ "სათანადო ცვლილებები" ხატში, ან ამას თავად გააკეთებდნენ.
"ჯერ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არ მაქვს ინფორმაცია, არც გატანა მოხდება, ეგ ვიცი, რომ გატანა არ მოხდება, ამიტომ, დეტალები ახლა არ ვიცი და ვერაფერს ვერ გეტყვით. ხატი ტაძრიდან არ გავა, რაც შემიძლია გითხრათ", - ამბობს ირმა ინაშვილი. 
დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ხატზე 10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება და ხატის გატანა სამების ტაძრიდან საჭირო არაა. მისივე თქმით, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში ხატის ფრაგმენტი, სადაც სტალინია გამოსახული, შეიცვლება.
"10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას 2.5-მეტრიან ხატზე რამდენი წუთი სჭირდება, ნახევარი საათი, რათ უნდა ამაგს გამოტანა. [...] შეიცვლება რადგან საპატრიარქომ გადაწყვიტა და არაფერი აჟიოტაჟი აქ საჭირო არ არის, არც არაფრის გატანა და არც შემოტანა არაა საჭირო, ეს არის მარტივი პროცედურა", - ამბობს თარხან-მოურავი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY