08/11/23355 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს საქართველო, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი" | აშშ-ის ელჩის მიმართვა

"ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს საქართველო, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი", - ასე მიმართავს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას. რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები პრეზიდენტის რეზიდენციასთან სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით შეიკრიბნენ. 
დიდი მადლობა, საქართველო. შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მილოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე და თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა. გილოცავთ! მინდა მივულოცო ევროკავშირს იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს და ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ გამჟღავნდეს ქართველი ხალხის სრული ევროკავშირის მომავალი წევრობის პოტენციალი. 
კიდევ ორი რამის თქმა მინდა, ქალბატონმა პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს თავიანთი სახელმწიფოსთვის. დღეს ვეტერანთა დღეა შეერთებულ შტატებში, დღე, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენს ჯარისკაცებს და ქართველმა ჯარისკაცებმა აშშ-ის მისიებში მსხვერპლი გაიღეს და საქართველოს მადლობას ამისთვისაც ვუხდით. პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა გაზიარებულ ისტორიასა და ფასეულობებზე. და ჩვენ ასევე გაზიარებულ მომავალზე ვლაპარაკობთ. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი, - ამბობს რობინ დანიგენი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA