29/10/23337 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"არგუმენტები არასაკმარისია... მივიღებთ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას" | თალაკვაძე ახალ რუსულ კანონზე

"ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე არგუმენტები არასაკმარისია, ამიტომ მმართველი პარტია უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მიიღებს. ასევე, როგორც თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ამ წლების განმავლობაში არავის ჰქონია აქციის ჩატარების პრობლემა.
"არავის ჰქონია პრობლემა საკუთარი პროტესტის გამოხატვაზე, მაგრამ ჯგუფებს, რომლებსაც უნდათ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს. რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია, არაა საფუძველი იმისთვის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე, ამიტომ განვიხილავთ და მივიღებთ უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას, - თქვა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელსაც ე.წ. კარვების კანონსა და "მორიგ რუსულ კანონსაც" უწოდებენ, დაჩქარებული წესით განიხილა და 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს. 
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
17 ოქტომბერს ამ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო და "ანტიევროპული კანონი" უწოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,