29/10/23415 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით, როდესაც ზემოდან ჩამოგვიგდეს... ლევანი ადგილზევე დაიღუპა" - უკრაინაში დაჭრილი დავით აბულაძე ლევან ლობჟანიძეზე

"მე და ლევანი ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით, როდესაც ზემოდან ჩამოგვიგდეს... ლევანი ადგილზევე დაიღუპა", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" უკრაინაში დაჭრილი დავით აბულაძე საუბრობს, რომელიც მისიაზე ლევან ლობჟანიძესთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, რუსებმა იერიში მათზე დრონებით მიიტანეს. 
"4 ქართველი და 4 უკრაინელი შევედით. ჩვენი დასახული მიზანი იყო 50 მეტრის წინ გაწევა-გაწმენდა. სადღაც დაახლოებით 20 წუთი მასიური ბრძოლა წავიდა. კონტაქტური ბრძოლის დროს ჩვენ დაღუპულები არ გვყავდა, მათი ნახევარი ჯგუფი განადგურებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით, შემდეგ კი ნახევარი ხელყუმბარებით. შემდეგ, როდესაც ჩვენმა დრონებმა გადმოგვცეს 36 კაცი გყავთ მოკლულიო, ადგილზე გდია 36 რუსიო და ეს რომ ნახეს თავიანთი დრონებით, გამწარებულებმა შემოგვაყარეს და შემოგვაყარეს დრონები.. რაც შეეხება ლევანის დაღუპვას, ზუსტად მეტრანახევარში, ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით და ვლაპარაკობდით, როდესაც ზემოდან ჩამოგვიგდო ვოქი... ძალიან მძიმე აფეთქება აქვს. ლევანმა 2 წუთიც ვერ იცოცხლა, ადგილზევე დაიღუპა. მე ორივე ფეხმონგრეულმა ჯერ მას მივაქციე ყურადღება, თუმცა ვერ ვუშველე ვერაფერი მეგობარს" - ამბობს დავით აბულაძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლობჟანიძე ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა აფხაზეთშიც, უკრაინაში კი დაჯგუფება "თბილისის" წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე უკრაინაში რუსულ აგრესიას შეწირული 51-ე ქართველი მებრძოლია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey