კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს - უკრაინაში აშშ-ის ელჩი ხარკოვში თავდასხმაზე
უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსების მიერ ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.
"კიდევ ერთხელ, უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი სურათები - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ბევრი მძიმედ დაშავდა" - დაწერა ელჩმა და დასძინა, რომ "კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს".