21/10/23465 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შეასრულეთ 12 რეკომენდაცია და დაიცავით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები - ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

დღეს, ბუქარესტში მიმდინარე ALDE-ს პარტიების საბჭოზე საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს და წერს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან რეზოლუციის ინიციატორი სამი ქვეყანა: საქართველო, ნიდერლანდები და გერმანიაა.
პარტიის ცნობით, რეზოლუციაში წერია, რომ ევროპული ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, თუმცა განმარტავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დემოკრატიული რეფორმებია საჭიროა.
"ალდე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 რეკომენდაციის შესრულება.
რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევას, დაგმობილია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები, ასევე “ქართული ოცნების” ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიუკრაინული პროპაგანდა და რიტორიკა.
ალდე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.
ალდე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას":
● სასწრაფოდ განახორციელონ საჭირო რეფორმები ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად
● დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები
● სრულად დაიცვან ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და დეკლარაციები
● დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაყვანის პროცედურა
● გააუქმონ შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები
● შეწყვიტონ ძალადობა ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ
● შეწყვიტონ მიმდინარე ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა," - წერს "სტრატეგია აღმაშენებელი." 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY