19/10/23407 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხინკალს და ხაჭაპურს ჩვენი ოკუპანტიც პატივს სცემდა, ეს არ არის საკმარისი, პარტნიორებისგან მოველით, რომ ზურაბიშვილს ვიზიტებზე უარს ეტყვიან | პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 16 ოქტომბრიდან საქართველოს პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ მთავრობის უფლებამოსილების გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური საგარეო ვიზიტი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იქნება. 
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მოლოდინია, რომ ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე პარტნიორები უარს ეტყვიან იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა შესაბამის თანხმობას არ გასცემს.
"16 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს ხელშეწყობა კონსტიტუციის დარღვევისა. 
ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნების ნაწილი გავხდით იმიტომ, რომ გვინდოდა გვქონოდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი კონსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემდნენ სხვა სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან, გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე, ჩვენმა პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი. 
ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს სცემს ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის, ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც პატივს სცემდა ხინკალსა და ხაჭაპურს - ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. ვისაც უნდა აჩვენოს პატივისცემა ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს მიმართ, მან უნდა აჩვენოს პატივისცემა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ თუკი იქნება 
მოთხოვნები ასეთი ვიზიტებისა და შეხვედრებისა, ამაზე უპირველეს ყოვლისა მოიკითხავენ არსებობს თუ არა მთავრობის თანხმობა და თუ ასეთი თანხმობა არ არსებობს, ასეთი ვიზიტის განხორციელებაზე მას ეთქმევა მას უარი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი
შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი, ევროპული კურსის მხარდასაჭერად, პრეზიდენტის ევროპული ტურნე გახდა.
ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად ბრიუსელში, საფრანგეთსა და გერმანიაში მაინც გაემგზავრა და შარლ მიშელს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ემანუელ მაკრონს შეხვდა და კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა. 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.  18 ოქტომბერს კი პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარა კენჭი, რომელიც  ჩავარდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ