08/10/23309 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"NATO-ში გაწევრიანება არის ერთადერთი მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის" | ბოკუჩავა

"NATO-ში გაწევრიანება არის ერთადერთი მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის და არა ის ეფემერული მშვიდობა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება გვესაუბრება. 12 რეკომენდაციის შესრულება კი არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, არამედ NATO-შიც" - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, NATO-ს  საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
"მე პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ვიკითხე ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ ამ მნიშვნელოვან სამიტზე განხილულ იქნას საქართველოს დაჩქარებული წესით ნატო-ში გაწევრიანება, მათ შორის, მაპი-ს გარეშე. პასუხად მივიღე ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმები, რაც პირდაპირი მითითებაა, ბუნებრივია, მათ შორის იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ჩვენ ევროკავშირისგან მივიღეთ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, არამედ ნატო-შიც გაწევრიანების წინაპირობაც არის, რაც, ბუნებრივია, საქართველოსთვის არის ერთადერთი რეალური მშვიდობის გარანტი. 

როდესაც ხელისუფლება საუბრობს ხოლმე მშვიდობაზე და სტაბილურობაზე, რაღაც ეფემერულ მშვიდობაზე და ძალიან ყალბ მშვიდობაზე კი არ უნდა გველაპარაკებოდეს, იმ რეალურ სტაბილურობაზე და მშვიდობაზე, რომელსაც ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია საქართველოს მოუტანოს. ეს პირდაპირ დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება და მთავარი განსახილველი თემები ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებია. კერძოდ, უკრაინაში რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA