02/10/23416 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, ამის წახალისება ხდება უცხოეთიდან ე.წ მეგობრების მხრიდან - კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ პრეზიდეტნი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ე.წ. მეგობრები, ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს.
"შემაშფოთებელია, ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავადვე არღვევს მას, თან მიზანმიმართულად. შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა საპირწონე იყოს ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის. ამ ყველაფრის წახალისება ხდება ე.წ მეგობრების მხრიდან, უცხოეთიდან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ყველას ვეტყვი, საქართველო შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, შემდეგ ეს ქვეყანა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ", - თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს. 
"გამოდიან რადიკალები - ადგილობრივი ოპოზიცია და გარეთ მათი მხარდამჭერები, ზოგიერთი ევროპარლამენტის წარმომადგენელი და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. პარალელს ავლებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და ევროინტეგრაციის პროცესს შორის", - თქვა მან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI