17/09/23781 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოკუპაციის ახალი გეგმა - რუსული პროპაგანდისტული მედია საქართველოს ახალი ტერიტორიების მიტაცებაზე ალაპარაკდა

ქვეყანა ოკუპაციის ახალი ტალღის მოლოდინში - საოკუპაციო ძალები საქართველოს დამატებით ტერიტორიების მიტაცების გეგმაზე ალაპარაკდნენ.
ზემო რაჭიდან თრუსოს ხეობის ჩათვლით, ოკუპანტები არარსებული საზღვრის გაფართოებას გეგმავენ. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად არ დაკარგულა და რომელიც, რუკების მიხედვით, ამ დრომდე არ შედის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების შემადგენლობაში.
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ("ძალა ერთობაშია") დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, გასული თვის ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის" დავალებით უკვე დასრულდა ე.წ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშოები, რის საფუძველზეც ოკუპაციის ახალი გეგმა მზადდება. მისი სისრულეში მოყვანის შემთხვევაში კი, ოკუპაციის ახალი კერები გაჩნდება ზემო რაჭის, ზემო იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
"საუბარი არის იმ რუკაზე, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს დამატებითი 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. ჩვენი ჯერჯერობით არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციას. საუბარი არის, აი, ამ აღიარების გარეთ მდებარე 208 კვ.კმ.-ზე, რომელიც მთელი პერიმეტრის, მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს. დაწყებული მამისონის უღელტეხილით, დასრულებული თრუსოს ხეობით. საოკუპაციო რეჟიმმა ამაზე კარგა ხანია დაიწყო საუბარი და თავის ე.წ. სადელიმიტაციო კომისიას დაავალა ამ რუკების მომზადება. სრული იგნორირება ხდება აი, ამ უდიდესი საფრთხის, რასაც ჩვენი მიწების ახალი ოკუპაცია ჰქვია. ერთი პრევენციული ნაწილი არ გადაუდგამს ხელისუფლებას, თუნდაც განცხადების დონეზე. ჩვენ კი ველოდებით ახალი ოკუპაციის დაწყებას და, აი, ამ ოკუპაციის პირისპირ რჩება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა," - აცხადებს ქაცარავა.
დელიმიტაციის პროცესზე ალაპარაკდა კრემლის პროპაგანდისტული მედიაც. როგორც რუსული გამოცემები წერენ, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მოხდეს ახალი ტერიტორიების ოკუპაცია. ამ ყველაფერს მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ნებართვა სჭირდება.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY