გერმანული კომპანია Quantum Systems უკრაინას 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს
Europeyska Pravda-ს ცნობით, გერმანული კომპანია Quantum Systems უკრაინას 100 დრონს გადასცემს.
"გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს, რომელიც უკრაინაში უკვე გამოცადეს," - ამბობს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება ინვესტორთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან გერმანიაში გამართულ ერთ-ერთ სამიტზე იქნა მიღწეული.