03/09/23597 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილისა და რუსული პარტიის ბინძური თამაში - ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში -„ნაციონალური მოძრაობა“ ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებით სხვა მნიშვნელოვანი თემები გადაფაროს, მათ შორის, შოვის ტრაგედია.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს საკითხი, მნიშვნელოვანი არ არის.
როდესაც ეს მედიაში აქტუალური საკითხია, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რუსულ პარტიას აწყობს. ჩვენ, საზოგადოებას პასუხები გვაქვს მისაღები, მათ შორის, შოვთან დაკავშირებით, მკვლელი ხელისუფლება რომ გვყავს, ხალხს აინტერესებს შოვში ხალხი რატომ მიატოვეს.
საზოგადოებას აინტერესებს პასუხები, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რუსული პარტია ცდილობს ეს ყველაფერი ისეთი თემებით გადაფაროს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის არ არის საინტერესო და აქტუალური.
რაც შეეხება უცხოურ მედიაში გასულ სიუჟეტებს და განცხადებებს, ეს არის სპეკულაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს",- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY