31/07/23558 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ჰიბრიდული ომის ნაწილია, როდესაც რუსეთიდან გემი შემოდის - მათი ემოცია და განაცხადი იყო, რომ მიდიან თავისიანებთან

გემს მთელი საქართველო დახვდა პროტესტითა და კაქტუსებით, ეკლებით, მარტო „ქართული ოცნების“ ელიტა დახვდა ყვავილებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ ბათუმის პორტში საკრუიზო გემ “ასტორია გრანდეს“ შემოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცების“ ამომრჩეველი ამ გემის შემოსვლის წინააღმდეგია და „ოცნება“ თავის ამომრჩევლის ნებასაც ასცდა.
„ჰიბრიდული ომის ნაწილია ეს, როდესაც გემი შემოდის. მათი ემოცია და განაცხადი იყო, რომ ისინი მიდიან თავისიანებთან. ისე მოდიოდნენ, როგორც ბელარუსში და მერე გაუკვირდათ, ძალიან ეუცნაურათ, რომ ყვავილებით, ცეკვით და ტაშით არ ხვდებიან. მთელი საქართველო დახვდა პროტესტითა და კაქტუსებით, ეკლებით. მარტო „ქართული ოცნების“ ელიტა დახვდა ყვავილებით.
„ქართლი ოცნების“ ამომრჩევლის 99,9% წინააღმდეგია ამ გემის შემოსვლის. საქართველოს მმართველი ხელისუფლება ასცდა ხალხს და იმ ამომრჩეველსაც კი, რომელმაც მას მხარი დაუჭირა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბათუმი კრუიზიდან ამოღებული იქნა, ნიშნავს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„პოლიტიკურ პროტესტს რომ აზრი არ ჰქონოდა, მაშინ ლავროვის შვილის შემდეგ, შოიგუს შვილიც ჩამოვიდოდა აქ და მერე შეიძლება პრიგოჟინის შვილსაც მონდომებოდა საქართველოში ქორწილის გადახდა და გართობა. სწორედ პროტესტის გამო მოხდა მათი გაძევება და ძალიან კარგი სიგნალი გაიგზავნა მთელი მსოფლიოსათვის. დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა, როდესაც ამოღებული იქნა კრუიზიდან ბათუმი და ამას, რა თქმა უნდა, აქვს როგორც სიმბოლური, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. ასევე ის დატვირთვა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,