31/07/23411 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩამობრძანდნენ

საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ხდება ეკონომიკური განვითარება.
„პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის - ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პოლიცია ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება, აზერბაიჯანის, სომხეთის, ამერიკის თუ სხვა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს საქართველოს პოლიცია ყოველთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს. ისინი ყოველთვის დგანან საქართველოს სადარაჯოზე, მშვიდობის სადარაჯოზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავისი სიცოცხლის ფასად მზად არიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ