31/07/23265 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა არ გაჩერდება და მივა იქამდე, რომ მოგვიწევს გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ ევროპულ ქვეყანაში - ნიკა გვარამია

"ქართული ოცნების" მხრიდან სახეზეა ანტიდასავლური აღმავალი ხაზი და ეს არ შეწყდება, თუკი საზოგადოებისგან და პოლიტიკოსებისგან არ დაიდება დღის წესრიგი, რომელიც ამას წინააღმდეგობას გაუწევს," - ამის შესახებ კი ნიკა გვარამიამ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2024 წლისთვის ქართული ოცნება ქვეყანას დააყენებს არჩევანის წინაშე - რა სურს ქართველ ხალხს - რუსეთი თუ დასავლეთი.
"ანტიდასავლური რიტორიკის აღმავალი ხაზია და ეს არ გაჩერდება, გამორიცხულია, რომ გაჩერდეს, ჟანრის კანონებს ეწინააღმდეგება ეგეთი რამ. არ გაჩერდება არცერთ შემთხვევაში და მივა იქამდე, რომ ჩვენ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ გვინდა საქართველოში ცხოვრება, ევროპულ ქვეყანაში. საქართველოს როცა ვამბობ, მე წარმომიდგენია, რომ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევს ქვეყანაზე მომავალში, რამდენიმე წელიწადში, მაქსიმუმ 10-ში. სასურველია, რომ 5-ში. თუმცა, ეს რეალისტურია. ამ გადაწყვეტილების მიღება როდის მოგვიწევს, ვნახოთ, როდის დააყენებს ამ მომენტუმს "ქართული ოცნება" და აყენებს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ყველაზე ძლიერია და ოპოზიცია ყველაზე სუსტია. ეს შეიძლება მოხდეს წელს, ეს შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, ეს შეიძლება მოხდეს 2024-ზე. 2024-ზე ეს დანამდვილებით მოხდება. ამიტომ, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, მე ვფიქრობ, და დამხვდა ის, რომ ამისთვის მაინც და მაინც მზად არ ვართ.
ძაღლის თავი მარხია იქ, რომ ჩვენ მხარეს დღის წესრიგი არ არის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს კვლავ ვიტყვი, მე არა ვარ ქართველ პოლიტიკოსებზე დაბალი შეხედულების. ეგ არის, ზოგადად, პრობლემა ჩვენთვის. ჩვენ ვართ მოპასუხეების რეჟიმში და მოპასუხეები მე ვფიქრობ, ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არიან. ან ისე უნდა უპასუხო, რომ წააქციო მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ეს ვერ შევძელით," - აცხადებს გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY