რუსეთის არმიამ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა, დაღუპულია 1 ადამიანი
ოდესის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის განცხადებით, წუხელ ღამით რუსულმა ჯარმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რომლის მიზანი საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
"კალიბრის“ ტიპის რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან, წყალქვეშა ნავიდან, კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე იქნა გაშვებული, რამაც მათი აღმოჩენის პროცესი გაართულა. დაიბომბა პორტის ადმინისტრაციული შენობა, დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი. ასევე დაზიანებულია ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის საწარმოო მოწყობილობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის ჯარი ოდესის პორტებს რეგულარულად ბომბავს.