26/07/23240 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო, მთავრობამ კარგად იცის რა არის პრობლემა EU-ს გზაზე - ფრიდი

ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ყველა უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა რუსეთის მიმართა, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა მთავრობა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება.
გამოცემა წერს, რომ ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, მოლდოვა ახლა სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან დაახლოების გზაზე, რომლებიც თბილისისგან იქნებოდა მოსალოდნელი, თუმცა საქართველოს მთავრობა განსხვავებულ არჩევანს აკეთებს.
"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს - რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს", - განმარტავს ფრიდი.
დენიელ ფრიდის აზრით, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რომ ევროკავშირის წევრობის გზაზე მას ხელს საკუთარი ქმედებები უშლის და არა დასავლელი მეგობრების უსამართლო დამოკიდებულება.
"საქმე ისაა, რომ მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს დიდი ხნის მეგობრებისგან", - ამბობს ფრიდი "ამერიკის ხმასთან".
ის განმარტავს, რომ ამერიკელებს არ ადარდებთ საქართველოში ან მოლდოვაში პოლიტიკური ძალების შემადგენლობა, რაც ვაშინგტონს აღელვებს, ეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებია.
"ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან „დსთ“- ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად. იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ავტორიტარული დღის წესრიგი და მიემხრონ მოსკოვს უმთავრეს სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე", - განმარტავს ფრიდი. 
ამერიკელი მკვლევარი დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან განცხადებები, რომ ევროპა მოლდოვას მეტი გაგებით ეკიდება, არადამაჯერებელია.
"საქართველოს მთავრობის ახსნა არ გამოდგება. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე. ეს მისი საკუთარი მოქმედებებია. დიახ, მოლდოვას გეოგრაფიაც უწყობს ხელს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს. მაგრამ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს არჩევანი, სივრცე მანევრირებისთვის და ის შედარებით ცუდ არჩევანს აკეთებს. ვიმედოვნებ უკეთეს არჩევანს გააკეთებენ", - ამბობს ფრიდი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA