14/07/23615 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რუსეთში, ურალის ატომური სადგურის პერსონალი ევაკუირებულია

ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების საამქროში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია.
ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და საამქროგაწმენდილია.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს. „როსატომი“ კი, ამ ადამიანს „დაჭრილს“ უწოდებს, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
გამოცემა „E1“ იტყობინება, რომ ქარხნის 100-ზე მეტი თანამშრომელს სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს არა რადიოლოგიური, არამედ ქიმიური საფრთხეა.
ნოვოურალსკის ხელმძღვანელმა, სადაც ქარხანა მდებარეობს, ვიაჩესლავ ტიუმენსევმა მოუწოდა ქალაქის მაცხოვრებლებს, „პანიკას არ აყვნენ" და „არ გაავრცელონ შეტყობინებები მესინჯერების საშუალებით".
„იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე, აუხსენით მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერს ის VKontakte-ის საკუთარ გვერდზე.
დამოუკიდებელ წყაროებს ახალი ამბების გამოქვეყნების მომენტში საწარმოს ტერიტორიაზე რადიაციული ფონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.