14/07/23479 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური - რუსეთმა ბელარუსიდან თითქმის ყველა სამხედრო გაიყვანა

რუსულმა ძალებმა რამდენიმე თვის წინ ბელარუსიდან საკუთარი ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყეს და ამ დროისთვის, როტაციის ფარგლებში, თითქმის ყველა სამხედრო გაყვანილია, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
„საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შემცირდა იმ რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე, ბელარუსის პოლიგონებზე და ჩართულნი იყვნენ წვრთნებში. ამ მომენტისთვის მორიგი როტაცია განხორციელდა და თითქმის ყველა რუსი სამხედრო ბელარუსის ტერიტორიიდან გაყვანილია“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შენაერთები ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეიყვანონ და მომავალში ქვეყანა რუსი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გამოიყენონ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი მოძრაობები არ დაფიქსირებულა.
„ბელარუსის საზღვართან სიტუაცია სრულად კონტროლდება. საზღვრის მეორე მხარეს ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მტერს ჰყავს დაჯგუფება, რომელსაც შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე მეორე შეჭრა განახორციელოს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“, - აღნიშნა დემჩენკომ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY