14/07/23558 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროპარლამენტარები - სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის შეძლებს მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს 44 ევროპარლამენტარი აწერს და რომლის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არიან.
„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეძრწუნება და შეშფოთება შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გამო, რომელიც ინტერნეტ სასამართლო სხდომიდან გავრცელდა და რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ ბატონი სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, მძიმე შედეგებისა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალით.
მტკიცედ გვჯერა, ბატონი სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მისი ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.
ბ-ნი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც ის შეძლებს მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნულია წერილში.
ევროპარლამენტარების განმარტებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ პრინციპებს, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.
„როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომლებიც იცავენ თითოეული ადამიანის ღირსებას და ემსახურებიან ევროკავშირის პროექტის საფუძველს. ჩვენ ველით, დათქმის გარეშე, რომ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე კანდიდატი ქვეყნები გამოხატავენ ურყევ ერთგულებას ამ საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ პრინციპებს, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.
გვჯერა, რომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას დაუთმობთ და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას“, - აღნიშნულია წერილში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,