13/07/23398 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს

საერთოდ არ მაინტერესებს, რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა, გიორგი ვაშაძე იყოს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება სააშკარაოზეა გამოტანილი.
„ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები შინაარსობრივად წარმოადგნენ ერთ გუნდს - „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ ჰქონდათ რაღაც დაყოფა, განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ესენი არიან ერთი პარტიის შვილები, დღეს სხვადასხვა პარტიად დაყოფილები და ჩამოყალიბებულები. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“.
შიდა დაპირისპირებაა, რაც უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი. დღეს ხაბეიშვილი ჰყავთ წარმოდგენილი ლიდერად, მეც ვუჭერდი მხარს ხაბეიშვილის „გალიდერებას“ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მათ პარტიაში მოვლენები“, - განაცხადა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA