13/07/23314 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე - ესენი არ არიან საქართველოს მეგობრები, მათ აქვთ კონკრეტული მიზანი და ეს არის ხელისუფლების ცვლილება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.
კალაძემ სტრასბურგში ნიკა გვარამიას სტუმრობა შეაფასა და განაცხადა, რომ მათი [გვარამია და ევროპარლამენტარების ნაწილი] მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.
„როდესაც პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მაშინ, როდესაც მოწოდებები არის დეპოლარიზაციისკენ, ეს პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას. ვნახეთ, თუნდაც ის ვიზიტი, როდესაც ბატონი გვარამია მიწვეული იყო და ვინ იყვნენ მასპინძლები. კარგად გვახსოვს, ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებით, რა განცხადებებს აკეთებდნენ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - სტატუსის საპირწონედ კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ და ამაზე პირდაპირ საუბრობდნენ. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მიზანი აქვთ. ესენი არ არიან საქართველოს მეგობრები, მათ აქვთ კონკრეტული მიზანი საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს როგორი გზით იქნება. მათთვის არადემოკრატიული ქმედებებიც მისაღებია, მთავარია მიზანს მიაღწიონ, მაგრამ მინდა იმედები გავუწბილო მათ და ვუთხრა, რომ არაფერი გამოუვათ. მათი ქმედებები და ის რადიკალიზმი, რაც ამ ადამიანებისგან მოდის, ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა, ევროპარლამენტარების მიწვევით სტრასბურგში იმყოფებოდა. გვარამიამ 12 ივლისს, რამდენიმე ევროპარლამენტართან, კერძოდ - ანა ფოტიგასთან, ვიოლა ფონ კრამონთან, მარიამ ლექსმანთან და პეტრას აუსტრევიჩუსთან ერთად ბრიფინგიც გამართა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI