რუსეთში, შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს და რომ არიან ადამიანები, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრიგოჟინის აჯანყებამ გამოავლინა პუტინის ხელმძღვანელობის სისუსტე - "პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული".
"არის სიგნალი, რომ რუსეთში შეიძლება იყოს კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია. მეტიც, არის ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია მხარი დაუჭიროს ასეთ აჯანყებას", - თქვა ზელენსკიმ.ზელენსკიმ თქვა, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის უპირველესი მიზანი იყო გამხდარიყო "პოლიტიკური ფიგურა" და მან წარმატებას მიაღწია.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრიგოჟინის აჯანყებამ გამოავლინა პუტინის ხელმძღვანელობის სისუსტე - "პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული".