07/07/23408 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ახალგორელები ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს წესი, რომელიც გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებით ბარიერებს ქმნის - DRI

ახალგორელები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს ახალი წესი, რომელიც გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებით ბარიერებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ახლახან ქართულმა საგუშაგომ ახალი რეგულაციები დააწესა. რეგულაციების მიხედვით, ვისაც ახალგორში რეგისტრაცია არ აქვს ან/და დაბადების ადგილიდან პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტში ახალგორი არ აქვს მითითებული, მათ რუსულ საგუშაგომდე მანქანით აღარ შეუშვებენ. შესაბამისად, ადამიანებმა ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის არსებული მანძილი - ნახევარი კილომეტრი ფეხით უნდა გაიარონ. 

"ახალგორის მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თვის განმავლობაში მხოლოდ 10 დღე შეუძლია. ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა - რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის ოციდან ოცდაათ რიცხვამდე იხსნება. რადგან სპეციალური საშვები ნელი ტემპით გაიცემა, მიმოსვლის უფლებით ჯერ ყველას არ უსარგებლია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გზა გაიხსნა, თუმცა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. ახალგორი-თბილისის სამგზავრო მუნიციპალური მარშრუტი გაუქმებულია. შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, ერთი გზის მგზავრობის საფასური დაახლოებით 100 ლარია - კერძო ტაქსით რუსულ საგუშაგომდე და ქართული საგუშაგოდან თბილისამდე. უკანა გზაზე, სამარშრუტო მუნიციპალური მანქანა წეროვანიდან გამყოფ ხაზამდე მხოლოდ დილის საათებში მოძრაობს. ადგილობრივები ვერ ასწრებენ გადაადგილებას არსებული გრაფიკით, საოჯახო საქმეების ან სამსახურების გამო. ზოგიერთი მგზავრის ტვირთი ტრანსპორტში ვერ ეტევა, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ახლახან ქართულმა საგუშაგომ ახალი რეგულაციები დააწესა. ვისაც ახალგორში რეგისტრაცია არ აქვს ან/და დაბადების ადგილად პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ახალგორი არ უწერია, მათ რუსულ საგუშაგომდე მანქანით აღარ შეუშვებენ. მოსახლეობამ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მანძილი -ნახევარი კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს. მოსახლეობისთვის ალტერნატივა იმ პირის ტრანსპორტის დაქირავებაა, ვისაც ახალგორში აქვს რეგისტრაცია.
წარსულში, თბილისში წასული მგზავრები მაქსიმალურად იყენებდნენ დროს საგუშაგოების დაკეტვამდე. საღამოს, ტაქსით ბრუნდებოდნენ ან დიდუბიდან სოფელ ოძისის ტრანსპორტს მიჰყვებოდნენ, რომელიც რუსულ საგუშაგომდე მიდიოდა. რუსულ საგუშაგომდე ასევე თავისუფლად მიდიოდნენ ახალგორელების ნათესავები და გამცილებლები. გარდა მძღოლებისა, ახალი რეგულაცია უამრავ ადგილობრივს შეეხება. ერთადერთი გამოსავალი წეროვანში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მიმართვაა სპეციალური ცნობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემური წესი 2008-2012 წლებში მოქმედებდა და ადგილობრივ მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა", - წერს ორგანიზაცია.
DRI აცხადებს, რომ ნებისმიერი ცვლილება არსებულ რეგულაციებში მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად უნდა იყოს გათვლილი და დამატებით არ უნდა ართულებდეს არსებულ მდგომარეობას. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA