07/07/23366 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - სუს-ის ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს - გეგონება, „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერეს

სუს-ის ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს - გეგონება, „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერესო, - ასე აფასებს „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან სუს- ის ანგარიშს, რომელსაც დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილავენ.
ელისაშვილის თქმით, ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, პროფესიონალის ხელი ეტყობა, თუმცა, მთლიანობაში, ჩანს, რომ უადგილოდ იმეორებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნარატივს.
„სამაჩაბლოს და აფხაზეთს რაც შეეხება, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ანგარიშია და ანალიზიც მეტ ნაკლებად სწორია და ზუსტი. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ ეს ანგარიში რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშია, გეგონება „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერესო. აქ ზუსტი სახელმწიფოებრივი ხედვა კი არ არის, არამედ არის ზოგ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ნარატივის გამეორება და „ჩაკვეხება“ უადგილოდ, რომ როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ან ვიღაცას არ აწყენინონ, რატომ აკეთებენ ამას, ვის მოსწონს ეს? „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.